დღესდღეობით არსებული სამკურნალო პერპარატებისგან განსხვავებით, თაფლი მოქმედებს ერთდროულად სამი მიმართულებით: ის მოეფინება ყელს, ამსუბუქებს ტკივილს და ხსნის გაღიზიანებას.
თუმცა, მეცნიერები ამავდროულად აღნიშნავენ, რომ დაუშვებელია თაფლის მიცემა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან ამან შესაძლოა ბოტულიზმის – მწვავე ინფექციური ნაწლავური დაავადების განვითარება გამოიწვიოს.
როგორც კვლევის ხელმძღვანელმა, პროფ. იენ პოლმა განაცხადა, ის და მისი კოლეგები მშობლებს ურჩევენ ბავშვებში ხველების თაფლით მკურნალობას და არა გაყიდვაში არსებული სხვადასხვა მიქსტურებისა და ხველების საწინააღმდეგო სიროფების გამოყენებას.
კვლევაში მონაწილეობას იღებდა 6 წლამდე ასაკის 105 ბავშვი, რომლებსაც აღენიშნებოდათ ზედა სასუნთქი გზების ინფექციები.
კვლევის შედეგები გამოქვეყნდება ჟურნალის “პედიატრიისა და მოზარდთა მედიცინის არქივი” დეკემბრის ნომერში.

Комментариев нет:
Отправить комментарий