среда, 10 января 2024 г.

მიწის სტატუსის ცვლილება


 მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება

✱ მიწის სტატუსის ცვლილება
✱ სად რეგისტრირდება მიწის სტატუსის ცვლილებები
✱ როდის შეიძლება სეეცვალოს მიწას სტატუსი
✱ ვინ იღებს გადაწყვეტილებას მიწის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით
✱ რის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება მიწის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით
✱ როდის გადაიხდება მიწის სტატუსის ცვლილების საკომპენსაციო თანხა

  1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ან მის ნაწილს შეიძლება შეეცვალოს მიზნობრივი დანიშნულება. აღნიშნული ცვლილება საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.

  2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება დასაშვებია დასაბუთებული საჭიროების არსებობის შემთხვევაში.

  3. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება დასაშვებია, თუ დასტურდება, რომ ეს მიწის ნაკვეთი ამ მიზნით არ გამოიყენება და შესაძლებელია მისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება.

  4. მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მისთვის წარდგენილი დოკუმენტაციისა და მასთან დაცული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე. ამ გადაწყვეტილების მიღებისას, სივრცითი დაგეგმარების პირობების გათვალისწინებით, შეიძლება გამოთხოვილ იქნეს დამატებითი ინფორმაცია სააგენტოსგან და შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან. მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.

  5. მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების საკომპენსაციო თანხა გადაიხდება მხოლოდ მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ცვლილების შემთხვევაში.

  6. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების საკომპენსაციო თანხა განისაზღვრება საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიების მიხედვით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით და გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

  7. გადახდილი მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების საკომპენსაციო თანხა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ახალი მიწის ათვისებისა და მიწის ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებათა დასაფინანსებლად.

კანონი იხილეთ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4596113?publication=0

მიწის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით იხილეთ პოსტები:
1. https://sites.google.com/site/biznesgegma/მიწის-სტატუსის-შეცვლა/
2. https://biznes-gegma.medgeo.net/2023/11/27/მიწის-სტატუსის-შეცვლა/

ჰეშტეგები: #ბიზნესგეგმებიმიწისსტატუსისშესაცვლელად #მიწისსტატუსისშეცვლა #მიწისსტატუსი #მიწისნაკვეთისმიზნობრივიდანიშნულებისცვლილება #საკონმპესაციოთანხა

Комментариев нет:

Отправить комментарий