вторник, 16 января 2024 г.

ცხვარიჭამია ს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია


ცხვარიჭამია ს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

ცხვარიჭამია ს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სოფლის ძველ ცენტრში მდებარეობს.

იგი XIX საუკუნით თარიღდება.

ეკლესია დარბაზულია (10 X 6 მ), ნაგებია რიყის ქვით.

კუთხეებში და კარ-სარკმლების საპირეებად შირიმია გამოყენებული. ეკლესია გადაკეთებულია. სამხრეთ კედლის დასავლეთ სარკმლის ადგილას გაჭრილია შესასვლელი, ჩრდილოეთ სარკმლები ამოქოლილია. შესასვლელი დასავლეთიდანაა.

აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. საკურთხეველი დარბაზისაგან არ არის გამოყოფილი. აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებში გაჭრილია ორ-ორი შიგნიდან თაღოვანი, ხოლო გარედან სწორკუთხა სარკმელი. ფასადებზე სარკმლები დასრულებულია ჰორიზონტალურ ხაზზე დაყრდნობილი თაღოვანი ზოლით. დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის მოჩარჩოების თაღოვან არეში რელიეფური ჯვარია გამოსახული

ღვთისმშობლის სახელობის სალოცავი დღეს მოქმედია, სადაც უთბილესი და უტკბილესი დედაოები ცხოვრობენ ,

ყოველკვირეულ წირვა-ლოცვას მამა ანდრია აღავლენს

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.

Комментариев нет:

Отправить комментарий