среда, 31 января 2024 г.

ამბროლაურის შესახებ


ამბროლაური რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. ადრეულ შუა საუკუნეებში, რაჭის სამთავროს ჩამოყალიბებამდე იგი თაკვერის ისტორიულ-გეოგრაფიულ ერთეულის შემადგენლობაში შედიოდა.

ამბროლაურის სახელწოდების შესახებ გამოთქმულია მოსაზრება, რომ ის ამაროლისძეთა გვარს უნდა უკავშირდებოდეს – ამროლისძე – ამორაული – ამბროლაური. წერილობით წყაროებში ამბროლაური XVII საუკუნიდან იხსენიება. აქ იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. ამბროლაურში იდგა სამეფო სასახლე, რომლის კომპლექსიდან ეკლესიის და კოშკის ნანგრევებია შემორჩენილი. ეს რაიონი მდიდარია კულტურული ძეგლებითა და ბუნების სილამაზით.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილია მონეტების განძი, რომელიც შეიცავს თბილისის ზარაფხანაში მოჭრილ, არაბულწარწერიან და იმერეთის მეფე გიორგი II-ის (1565-1585) სახელით მოჭრილ მონეტებს. მბროლაურში მრავლად გვხვდება შუასაუკუნეების ციხე-სიაგრეები და ტაძრები.
განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს მაღალმხატვრული და დიდი ოსტატობით შესრულებული ჩუქურთმებით ცნობილი
 ნიკორწმინდა. ძალიან ლამაზია ტყიანი მთებით გარშემორტყმული შაორის წყალსაცავი, რომელიც რაჭის სტუმრებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია დასვენებისთვის, პიკნიკისთვის და ბუნებით ტკბობისთვის.
რაიონში განვითარებულია
 სოფლის მეურნეობა, მევენახეობა-მეღვინეობა და მეცხოველეობა. ამბროლაურში ფუნქციონირებს ღვინის, ყველ-კარაქის, აგურის ქარხნები და ლითონური დარიშხანის ქარხნებიწყარო: georgiantravelguide.com

ამბროლაურს გაუმარჯოს!
ამბროლაურელებს სალამი!

Комментариев нет:

Отправить комментарий