среда, 31 января 2024 г.

რა ვნახოთ ადიგენში


ადიგენის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და კულტურულ-ისტორიული ძეგლების სიმრავლით. საოცარი ტყეები, მთები, ალპური მინდვრები და პატარა ტბები უამრავ ბუნებისა და მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს.

აქ შეგიძლიათ მრავალფეროვანი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე ლაშქრობების მოწყობა. მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა გოდერძის ნამარხი ტყე, სადაც ტროპიკული მზენარეების ანაბეჭდებს ნახავთ, რომლებიც მძლავრმა ვულკანურმა ამოფრქვევებმა ფერფლში ჩამარხა. დიდი პოპულარობით სარგებლობს თრიალას ტბები. სიმწვანეში ჩაფლული, ტყეებითა და მინდვრებით გარშემორტყმული ლურჯი ტბები ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს.
შეგიძლიათ მოინახულოთ ალპურ სერებში მოქცეული ჯაჯის ტბა, რომელიც გურიის, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის საზღვარზე მდებარეობს.
რაიონში გვხვდება პატარ-პატარა ჩანჩქერებიც და მრავალი ულამაზესი ადგილი პიკნიკისა და სიმშვიდეში განტვირთვისთვის. კომფორტულად დასვენებისა და ბუნების სილამაზით ტკბობისთვის შესანიშნავია კურორტი აბასთუმანი, სადაც აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მონახულებასაც შეძლებთ და მთვარესა და რამდენიმე პლანეტას დააკვირდებით. ადიგენის მუნიციპალიტეტი მიმზიდველია კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვისაც, აქ მრავალი უძველესი ტაძარი თუ ციხე-სიმაგრეა შემორჩენილი. შთამბეჭდავი და უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლი –
 ზარზმა, ჭულის მონასტერი უმშვენიერესი გარემოთი და ხედებით თუ გაშლილ სივრცეში, მთაზე აღმართული ოქროს ციხე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. წყარო:  georgiantravelguide.com

ადიგენს გაუმარჯოს!
ადიგენელებს სალამი!

Комментариев нет:

Отправить комментарий