воскресенье, 31 марта 2024 г.

ხობის მონასტერი


მონასტერში დაცული სიწმინდეები

საქართველოში საბჭოთა მმართველობის დამყარებამდე ხობის მონასტერში დასვენებული იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი – ვერცხლის ჩასასვენებლით. ერთ-ერთი ვერსიით, კვართი კონსტანტინოპოლიდან საქართველოში VIII-IХ საუკუნეებში წამოუღიათ, როდესაც ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ III-მ ხატები აკრძალა და მათი დევნა დაიწყო.

წმინდა მარიამის კვართის გარდა, ხობის მონასტერში წმინდანების ნაწილებიც ინახებოდა. ასევე – დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი და სხვა სიწმინდეები. 1923-1936 წლებში ხობის ტაძარში დაცული სიწმინდეები ზუგდიდის მუზეუმს გადაეცა.

წყარო:georgia.travel

ხობს გაუმარჯოს!
ხობელებს სალამი!

.

.

Комментариев нет:

Отправить комментарий