воскресенье, 31 марта 2024 г.

ხობის მონასტრის არქიტექტურა


ხობის მონასტრის არქიტექტურულ კომპლექსში შედის: ტაძარი, საკათალიკოსო სასახლე, ეკლესიის ზღუდეში ჩაშენებული ორსართულიანი შენობა, მარანი, სამრეკლო, გალავანი და დამხმარე ნაგებობები. ისტორიული წყაროების მიხედვით კი, ხობის მონასტერი სადადიანოს მთავართა საძვალე იყო. ტაძრის ეზოში ჩატარებული გათხრების შედეგად მიაკვლიეს ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების კოლხური ნამოსახლარის ნაშთს. მონასტრის გალავანთან უძველესი ტაძრის ნანგრევებია აღმოჩენილი, რომელიც დაახლოებით IV საუკუნით თარიღდება.

არსებობის მანძილზე მონასტერმა უამრავი ძარცვა-რბევა განიცადა, მაგრამ მოტაცებული სიწმინდეების დაბრუნებასა და შენარჩუნებას ის ყოველთვის ახერხებდა.

წყარო: georgia.travel

ხობს გაუმარჯოს!
ხობელებს სალამი!

.

.

Комментариев нет:

Отправить комментарий